მალიში აფეთქების შედეგად ევროკავშირის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა

„მალის დედაქალაქ ბამოკოში აფეთქებამ იმსხვერპლა ევროკავშირის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი“, – ამის შესახებ ევროკავშირის შიდაპოლიტიკის წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი საფრანგეთის, ერთი ბელგიის და ორი მალის მოქალაქეა. სროლის შედეგად ასევე 8 ადამიანი დაშავდა.
“როიტერის” ინფორმაციით, თავდასხმასთან დაკავშირებული ორი პირი უკვე დაკავებულია.
თვითმხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ დანაშაულის ადგილიდან გაქცეულია ოთხი ადამიანი, რომლებიც არაბულ ენაზე „ალაჰი დიდია“-ს გაიძახოდა.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიდიე რეინდერსის განცხადებით კი, თავდასხმელები დიდი ალბათობით ტერორისტები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები