ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილები ანზორ კუბაშევი და ზაურ დადაევი არიან.
შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლთან ახლოს, ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის რუსეთში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით პროვოკაციული მკვლელობის ვერსიაზე. ასევე განიხილება ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ვერსიაც. ვინაიდან, გავრცელებული ცნობით, ოპოზიციონერს ისინი პარიზში, ჟურნალ “შარლი ებდოზე” თავდასხმის დაგმობის გამო ემუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები