ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილები კავკასიელები არიან
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი კავკასიური წარმოშობისაა. ამის შესახებ „ფე-ეს-ბეს“ მთავარმა წარმომადგენელმა ალექსანდე ბორტნიკოვმა განაცხადა.
„ეჭვმიტანილები, როგორც აღმოჩნდა კავკასიის მკვიდრნი არიან“, – აღნიშნა „ფე-ეს-ბეს“ დირექტორმა. თუ სად მოხდა დაკავება, მას არ დაუკონკრეტებია.
ბორტნიკოვის თქმით, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.
27 თებერვლის გვიან საღამოს ბორის ნემცოვი დიდი მოსკოვის ხიდზე მოკლეს.