სამეგრელოში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხაიშის ტყის ფონდის ტერიტორიაზე ჯამში 25 კუბური მეტრი წაბლის, ნაძვისა და სოჭის ჯიშის ხე-მცენარე უკნანონოდ გაიჩეხა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. ვინაიდან ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამართალდამცავ ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები