გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება
გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება. საბჭოს სხდომაზე დონბასში არსებული ვითარება განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის ივან შიმონოვიჩის, პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის ჯეფრი ფელტმანის გამოსვლები. გამოსვლის შემდეგ სხდომის მონაწილეები ღია დისკუსიებზე გადავლენ.