ხარკოვში მეორე მსუბუქი ავტომობილი ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მეორე მსუბუქი ავტომობილი ააფეთქეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი შირონიცევის ქუჩის N39-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან იდგა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღის პირველ ნახევარში კი ხარკოვის სამხრეთით, ბატალიონ “სლაბოჟანშინას” მეთაურის ანდრეი იაგოლენკოს ავტომობილიც ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად იაგოლენკო და მისი მეუღლე, რომლებიც იმ დროისათვის ავტომობილში იმყოფებოდნენ, მძიმედ დაშავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები