კიევის უზენაეს სასამართლოში პოლიციელმა თანამშრომელი დაჭრა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქის უზენაეს სასამართლოში სამართალდამცველი დაჭრეს.
„დღეს 13:24 საათზე „ცხელ ხაზზე“ – 102 ექიმისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ სასამართლოში ერთ-ერთი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, იგი თანამშრომელმა შემთხვევით დაჭრა“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.
პოლიციის თანამშრომელი მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვინილი. შემთხვევის ადგილზე შევჩენკოვსკის რაიონის და მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები