ირკუტსკში ვეტერან ცოლ-ქმარს სასტიკად გაუსწორდნენ

 

ირკუტსკში მცხოვრებ ხანშიშესულ ვეტერან ცოლ-ქმარს უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ. მოძალადეები მოხუცების სახლში შეიჭრნენ და მათ ყელი გამოსჭრეს. ანა ვოლოჟინა 83 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე მიხეილ ვოლოჟინი – 87 წლის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის ჩადენის მიზეზი ძარცვა გახდა. მათი ქალიშვილის განცხადებით, ძარცვისას მოხუცების სახლში 15 ათასი დოლარი ინახებოდა. მეზობლების მტკიცებით, მოძალადეებმა ორივე მოხუცი სასტიკად აწამეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები