უკრაინული მედია: იქ, სადაც ბორის ნემცოვი მოკლეს, ათეულობით ვიდეოთვალი იყო
რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი კრემლიდან 100 მეტრში მოკლეს. იქ, სადაც ის მკვლელობის დროს იმყოფებოდა, ათეულობით კამერა იყო დამონტაჟებული. ერთი ვიდეოთვალი სასტუმრო “ბალჩუგთან”, ორი ვიდეოთვალი ხიდზე, სამი კი პირდაპირ კრემლის კედელზე, ყველა მათგანს თუ არა, რომელიმე მათგანს მაინც შეეძლოა მკვლელის დაფიქსირება, თუმცა არც ერთი ვიდეოთვალის ჩანაწერი გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს, იუწყება ერთ-ერთი უკრაინული მედია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებას ორად ორი ჩანაწერი აქვს, პირველი, მსუბუქი ავტომობილის მიერ გადაღებული, რომელმაც შემთხვევით ჩაიარა იმ ხიდზე, სადაც ნემცოვი მოკლეს და მეორე, მთავარი ნივთმტკიცებულება, ჩანაწერი, რომელიც ხიდიდან მოშორებით იყო გადაღებული. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს თოვლის საწმენდი მანქანა და ის მსუბუქი ავტომობილიც, რომელშიც მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩაჯდა და გაუჩინარდა. ვიდეოჩანაწერი შორიდან იყო გადაღებული და სახის დაფიქისრება იქიდანაც ვერ მოხერხდა.