რუსეთის პრეზიდენტმა სახელფასო განაკვეთი შეიმცირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სახელფასო განაკვეთები შეიმცირეს. “კომსომოლსკაია პრავდას” ინფორმაციით, პუტინის გადაწყვეტილებით, სახელფასო განაკვეთი დუმას დეპუტატებსაც შეუმცირდათ. ამა წლის 1 მარტის დადგენილებით, მაღალჩინოსნების ხელფასებმა 10 პროცენტით იკლო.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოახდინა თუ არა ზეგავლენა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე აშშ-ს მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის “რასიასთვის” საბანკო აქტივების დაბლოკვამ, პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა და რუსეთში ყველაფერი უწინდებურად ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები