თურქეთის დედაქალაქში ტაჯიკი ოპოზიციონერი მოკლეს

თურქეთის დედაქალაქში ტაჯიკი ოპოზიციონერი უმარალი ქუვატოვი მოკლეს. სტამბოლის ერთ-ერთ ქუჩაში უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუვატოვმა ტაჯიკეთი 2012 წელს დატოვა, რადგანაც მთავრობამ პოლიტიკური ნიშნით მისი დევნა დაიწყო. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი იყო აღძრული. თურქეთის შსს ტაჯიკი ოპოზიციონერის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა შემთხვევის დეტალებზე ამ დრომდე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები