სინგაპურის სანაპიროზე რამდენიმე ტონა მკვდარი თევზი გამოირიყა (ფოტოკოლაჟი)
მალაიზიისა და სინგაპურის ზოლს შორის მდებარე სანაპირო ზოლზე რამდენიმე ტონა მკვდარი თევზი გამოირიყა. მათ შორი იყო უნიკალური ჯიშის ველური თევზებიც.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თევზების მასობრივ “გაგუდვად” რამდენიმე მიზეზი სახელდება. ერთი მიზეზის თანახმად, გახშირებული წვიმების შედეგად დამპალი მცენარეების ნარჩენები წყალში შერია, რის შედეგადაც თევზები მოიწამლნენ. მეორის თანახმად კი თევზების დაღუპვის მიზეზი საკანალიზაციო სისტემის დაბინძურება გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.