პუტინმა პოროშენკოს იმ წერილს უპასუხა, რომელიც მან ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ იანვარში გააგზავნა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს იმ წერილს უპასუხა, რომელიც მან უკრაინის რადას დეპუტატის და მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლების მოთხოვნით მას იანვრის თვეში მისწერა. აღნიშნული ინფორმაცია პუტინის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. საპასუხო წერილის შესახებ ჯერჯერობთ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჟურნალისტებთან პესკოვი მოკლე პასუხით შემოიფარგლა. “წერილი მივიღეთ და შევისწავლეთ”,- განაცხადა პერსკომა.