ირაკლი ღარიბაშვილი გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენის გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი კალათურთელ გურამ მინაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. “მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი სპორტსმენის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის გურამ მინაშვილის გარდაცვალების გამო. გურამ მინაშვილი იმ თაობის გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელმაც ქართული კალათბურთის ისტორიაში უდიდეს წარმატებებს მიაღწია და წარუშლელი კვალი დატოვა, მათ ლეგენდად ქცეულ თამაშებზე თაობები აღიზარდა. ვუსამძიმრებ გურამ მინაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ქართულ სპორტულ საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები