გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში შუალედური სასწავლო კურსი ოფიციალურად გაიხსნა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში დღეს შუალედური სასწავლო კურსი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის კაპელანმა, მამა გიორგიმ კურსების მსმენელები დალოცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შუალედური კურსის 44 მსმენელი 14 კვირის განმავლობაში ოცეულის დონის სერჟანტებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლება. კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები საპატრულო მართვის პროცედურებს, საბრძოლო მომზადების ორგანიზებას, მეთაურობასა და სამხედრო ისტორიას შეისწავლიან. სერჟანტთა მომზადების ცენტრში ინსტიტუციური განათლების ძირითადი და სერჟანტთა სამეთაურო საშტაბო კურსებიც მიმდინარეობს. მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობს. კურსების დასრულების შემდგომ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები