V ქვეითი ბრიგადის სასწავლო აუდიტორიაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სასწავლო აუდიტორიაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. დღეს, სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. ის სწავლების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ქართულ ქვედანაყოფს წარმატება უსურვა.
ქართველი სამხედროები სწავლებას აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის – CUBIC-ის წარმომადგენლებთან ერთად ატარებენ. წვრთნების დაგეგმვასა და სწავლებაზე დაკვირვებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა ახორციელებს. საბრძოლო მომზადების გეგმის თანახმად, აღნიშნული სწავლება „დიდგორი 2015“-ის სწავლების მოსამზადებელ ფაზას წარმოადგენს. სამეთაურო-საშტაბო სწავლება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი V ბრიგადის შტაბის და დაქვემდებარებული ბატალიონების შტაბების პირადი შემადგენლობის მონაწილეობით 23 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება. ამ ეტაპზე ოპერაციების რაიონებში გასვლა და ადგილმდებარეობაზე რეკოგნოსირების ჩატარება გახორციელდა, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო ფუნქციების სინქრონიაზაცია და საცეცხლე სისტემების ინტრეგრირება მოხდება.
სწავლების შემდეგ ეტაპებზე V ბრიგადისა და ბატალიონების შტაბები პირველ ეტაპზე მიღებულ სამოქმედო გეგმას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სიმულაციური საშუალების გამოყენებით განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები