უკრაინული არხების სოლიდარობა

  უკრაინული ტელეარხები ეთერში ,,ერთიანი ქვეყნის“ ლოგოტიპით გადიან. მედიაჯგუფის ხელმძღვანელები გამოდიან მოწოდებით, არ დაუშვან უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია. კვირას, 2 მარტს, 17:00 საათიდან უკრაინის ნაციონალური არხები ეთერში ყველასთვის საერთო ლოგოტიპით – უკრაინის დროშით გადის, რომელსაც აქვს წარწერა: ,,ერთიანი ქვეყანა“. ამ ინიციატივით უკრაინის მედიაჯგუფების უმსხვილესი საერთო ნაციონალური არხები: „Inter Media Grup“, „Starlight Media“, „1+1 Media“ და 5 არხი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის კონსოლიდირებულ პოზიციას გამოხატავენ. ამ აქციის მიზანია, ამ მწვავე ისტორიულ მომენტში ერთიანობის დემონსტრირება მოახდინონ და არ დაუშვან უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია.
,,ჩვენ ერთი ქვეყანა და ერთი ღირებულებები გვაქვს და ეს გვაერთიანებს, სხვა არაფერი არ გვინდა“,- აცხადებს ქვეყნის მედიაჯგუფების ხელმძღვანელი. არხები ასევე ერთობლივი ვიდეორგოლის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ეთერში. ყველა არხის ტელეწამყვანი გამოვა მოწოდებით – შეინარჩუნონ მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის ერთიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები