დონეცკში საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი მიმდინარეობს

  “უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, დონეცკში, პრორუსული მიტინგის მონაწილეები საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმს ახორციელებენ. შენობის შტურმს ასამდე ადამიანი ახდენს, რამდენიმე ასეული მომიტინგე კი შენობის გარეთაა შეკრებილი. გამოცემის ინფორმაციით, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შიდა ეზო დაიკავეს. თავის მხრივ, მილიცია ცდილობს შენობაში მყოფი ჟურნალისტების გამოყვანას. შენობაში ოცამდე ჟურნალისტი და საოლქო საბჭოს დეპუტატები იმყოფებიან, რომლებიც სხდომას მართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები