გერმანიაში ქართველ მომღერალ გოჩა აბულაძეს საუკეთესო მომღერლის წოდება და სპეციალური ჯილდო მიანიჭეს (ვიდეო)

გერმანიაში ქართველ მომღერალ გოჩა აბულაძეს საუკეთესო მომღერლის წოდება და სპეციალური ჯილდო მიანიჭეს. ქალაქ მაგდებურგში გამართულ გალაკონცერტზე მაყურებელს ქართველ ბარიტონზე გერმანელი რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმიც უჩვენეს, რომელიც მისი ცხოვრების გზას ასახავს. მომღერალმა ვრცელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აღნიშნულ წარმატებას საკუთარ ოჯახს და საქართველოს უძღვნის.
„ვარ ბედნიერი, რომ დამასახელეს საუკეთესო მომღერლად. ამ წარმატებას ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ჩემს ლამაზ საქართველოს. ეს ჯილდო არის ჩემთვის დიდი სტიმული და სიხარული, რომელიც უთუოდ დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში. ყოველ წუთს და წამს ვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნო. ეს ჯილდოც, რა თქმა უნდა, ამ იდეის ნაწილია. ვარ ბედნიერი, რომ ქართველი ვარ! გერმანია ალბათ განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც თავის დამკვიდრებას წლები სჭირდება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ყოველდღიურად ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის. მარტში ახლოვდება ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, სადაც წამყვან როლს ვმღერი (მამა ჟერმონი). დიდი სურვილი მაქვს, საქართველოშიც გავმართო კონცერტი და ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ვუმღერო“,- განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები