დღეს დედის დღეა
საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება. 3 მარტი დედის დღედ 23 წლის წინ, 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით გამოცხადდა. უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა საქართველოში ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება. აღნიშნული დღესასწაულის სიმბოლოდ ყვავილი – ია იქცა. დედის დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 3 მარტი დასვენების დღედაა გამოცხადებული. ამ დღეს საქართველოში სხვადასხვა ღონისიძებით ხვდებიან.