თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.
როგორც “კვირას” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, კომპანია 4 მარტს, ღამიდან, თბილისში, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთული ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია სამგორის ობიექტიდან გამომავალ 1000 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, დამატებით, 1000 მმ-იან ორ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.
სამუშაოების ჩატარება წყალსადენის გარკვეული ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. დამატებითი ურდულების მოწყობის შედეგად, სამგორის სათავე ნაგებობის ფუნქციონირება გაცილებით სტაბილური გახდება. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 4 მარტის ღამის 01:00 საათიდან 6 მარტის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზემო პლატოს II მ/რაიონს, ზემო პლატოს დასახლებას, ასევე, სამგორის რაიონის ქუჩებისა და დასახლებების დაწილს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარაგება აღდგება 6 მარტის 07:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე. წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე – ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 )”, – აცხადებენ კომპანიაში.