პრეზიდენტმა 8 პატიმარი ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა, რომლებიც სასჯელს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, ამ რვა ქალბატონიდან 4 სრულად გათავისუფლდება და დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ოთხს – სასჯელი გაუნახევრდება.„კომისიამ გასულ კვირას დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაციის მქონე მსჯავრდებულების სია წარუდგინა, პრეზიდენტმა განიხილა მათი საქმეეები და დედის დღესთან დაკავშირებით შეიწყალა 8 მსჯავრდებული ქალბატონი. უახლოეს დღეებში გამოიცემა შეწყალების აქტი იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთა საქმეზეც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.
ოთხი შეწყალებული ქალბატონი დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.