სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელ ოზურგეთს 35 ათას 758 ლარი გადასცეს

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელ ოზურგეთზე 35 ათას 758 ლარი გამოიყო – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის რაიონის მინიციპალიტეტის პრესსამსახური ავცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის კრებაზე მოსახლეობა ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად შეეცადა. არასაკმარისი სანაგვე ბუნკერები, საბავშვო ბაღში არსებული მძიმე პირობები და ფართის სიმცირე სოფლის ამბულატორიაში, ეს ის პრობლემებია, რომლის მოგვარებასაც ადგილობრივები ითხოვენ.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღნიშნა, 2016 წელს სოფელ ოზურგეთში ადაპტირებული, ინკლუზიურ ბავშვებზე მორგებული ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. მანამდე კი ძველ ბაღში, მოთხოვნის შესაბამისად, წყლის გამათბობელი მოეწყობა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩხაიძე და სოფელში გამგებლის წარმომადგენელი – ვალერიან კირკიტაძე ესწრებოდნენ.
„სოფელ ოზურგეთში მიმდინარე წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ყველა თემასთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებს. გადაწყვეტილების მიღებისას კომპლექსურად ვმუშაობთ. ეს ფაქტი მისასალმებელია და სამაგალითოც. ასევე, ერთსულოვანნი ვიქნებით სოფლებზე მორგებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას, რომელსაც, რა თქმა უნდა, თქვენ შეარჩევთ“ , – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები