არასამთავრობოების ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, “ახალი თაობა” და “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი”, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ. ისინი 21 მარტს დაანონსებული აქციის გაუქმებას მოითხოვენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელმა, ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, თუ “ნაციონალური მოძრაობა” დაანონსებულ აქციას არ გააუქმებს, საპასუხოდ კონტრაქციას მიიღებენ.
“დღეს გამაფრთხილებელ აქციაზე შევიკრიბეთ, რომ ჩვენ არ დავუშვათ ნაცების მობრუნება. ერთი კვირაა აანონსებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ჩვენ მოვითხოვთ გადაიფიქრონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ ნაცებს. წინააღმდეგ შემთვევაში არაა გამორიცხული კონტრაქცია და ისეთი აქციაც, რომ საერთოდ არ მივცეთ პარტიის წევრებს ამ სოროდან გამოსვლის საშუალება”, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით 21 მარტს აქცია დააანონსეს.