მხატვარ დავით კრაწაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა – ფოტოკოლაჟი
ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში მხატვარ დავით კრაწაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამო დასასრული იყო ორკვირიანი გამოფენისა, რომელიც 17-28 თებერვალს, გლდანის რაიონის გამგებლის, ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, კულტურული პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ მიმდინარეობდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, მისივე ლექსებს კითხულობდნენ თეატრის მსახიობები, მომღერალმა ირმა სოხაძემ მხატვრის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა.
საღამოს ესწრებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, მოადგილეები გიორგი თულაშვილი, ნანა ციმაკურიძე, ზურაბ ქაშიაშვილი. თბილისის სკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები ქეთევან ჯოხაძე, კობა კობალაძე და დავით უთმელიძე, მხატვრის ოჯახის წევრები და მეგობრები. გლდანის რაიონის ბაგა-ბაღებისა და სკოლების დირექტორები და მოსწავლეები.
დათო კრაწაშვილი 17 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.