ლეონარდო დიკაპრიო კვლავ "ოსკარის" გარეშე დარჩა

  ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ „ოსკარი“ მიიღო მეთიუ მაკონაჰმა ფილმისთვის “დალასის შემსყიდველთა კლუბი”. ამ ნომინაციაში  ასევე წარდგენილნი იყვნენ: ქრისტიან ბეილი, ბრიუს დერნი, ლეონარდო დიკაპრიო და ჩივეტელ ეჯიოფერი. ეს მეთიუ მაკონაჰმის პირველი „ოსკარია“ კარიერის განმავლობაში. თუმცა ფილმისთვის “დალასის შემსყიდველთა კლუბი” მსახიობმა უკვე მიიღო „ოქროს გლობუსი“ და კინოთეატრ „გილდის“ პრემია.
“მინდა, მადლობა გადავუხადო უფალ ღმერთს, რადგან მან გვაჩვენა, რომ ჩვენ ყოველთვის ვიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. ახლა ვფიქრობ ჩემზე, მამაზე, თუ ის ზემოდან მიყურებს, მაშინ ის აუცილებლად ცეკვავს. მადლობა დედას, რომ მე და ჩემს ორ ძმას საკუთარი თავის პატივისცემა გვასწავლა. მადლობა მეუღლეს – კამილას. თქვენ – ყველანი ჩემი შთაგონება ხართ. და მადლობა ჩემს გმირს“, – განაცხადა „ოსკარის“ მფლობელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები