მტირალას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
მტირალას ეროვნულ პარკში განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერა- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი, ტურისტული თავშესაფარი, საკემპინგე, საკარვე ადგილები და ზიპლაინი მოეწყო. მინისტრის ინფორმაციით, კავკასიის ბუნების ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელშიც ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. კერძოდ, ადგილობრივები მტირალას ეროვნულ პარკში მისულ ტურისტებს ადგილობრივ პროდუქციას მიაწვდიან. დაგეგმილია, ასევე მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებაც.