“ნუ ჩააგდებთ თქვენს სმენას საფრთხეში“ – სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება
სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 3 მარტს, 12:00-დან ან 17:00 საათამდე (თბილისი მოლში, მეტრო რუსთაველთან (ასევე, მეტრო ვარკეთილი, ახმეტელი და ბუკიას ბაღი) და Gallery Container,) აქცია სახელწოდებით “ნუ ჩააგდებთ თქვენს სმენას საფრთხეში“ გაიმართება.
როგორც “კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, 3 მარტს 12:00 საათზე, “თბილისი მოლის“ ფოიეში ცოცხალი მუსიკის თანხლებით პერფორმანსი (ფლეშ-მობი) გაიმართება , მასში მონაწილეობას მეგობრებთან ერთად სმენადაქვეითებული ახალგაზრდებიც მიიღებენ.
“ისინი საზოგადოებას აჩვენებენ, რომ „მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ“ და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან; 13:30 საათზე, მეტრო რუსთაველთან, საინფორმაციო აქცია დაიწყება სლოგანით: „ნუ ჩააგდებთ თქვენს სმენას საფრთხეში“.
“ აქციის მიზანია, საზოგადოების გაფრთხილება-შეხსენება, რამდენად სათუთია სმენა და ის, რომ დაკარგული სმენის დაბრუნება შეუძლებელია. 15:00 საათზე გაიმართება დაზიანებული სმენის მქონე ბავშვების/ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „Gallery Container“-ში, რადიანის 10 ნომერში. ერთად გავაფრთხილოთ საზოგადოება, რომ არსებობს სმენის დაკარგვის საშიშროება. მილიონობით მოზარდი თუ ახალგაზრდა, სმენის დაქვეითების საფრთხეშია. საფრთხეს წარმოადგენს, სმარტფონი, MP3-ფლეერი და სხვა. სმენისთვის საშიშია ხმაურიანი გასართობი ობიექტები, ღამის კლუბები, დისკოთეკები, ბარები, პაბები, ასევე სპორტული ღონისძიებები. ხმამაღლა, დიდი ხნის განმავლობაში, მუსიკის მოსნენა ადამიანის სმენისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ, სმენა ძვირფასი ჯილდოა, რომელიც გავლენას ახდენს საგანმანათლებლო, პროფესიულ თუ სოციალურ განვითარებაზე. აქციის ორგანიზატორია ფონდი აურეს, პარტნიორები: ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი, Apollo Group, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა, Gallery Container. 4 მარტი – სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა/ახალგაზრდათა მშობლების პირველი კონფერენცია 4 მარტს 10:00-დან 17:00-მდე სასტუმრო „ძველ თბილისში“ (მის. ქეთევან წამებულის 27) ფონდი აურეს მართვს სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მშობლების პირველ კონფერენციას თემაზე: „არსებული რეალობა და განვითარების პერსპექტივები.“ კონფერენციის მიზანია მშობლების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა ბავშვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროცესში და ამგვარი მუშაობის ტრადიციად ჩამოყალიბება.
„ასევე, ამგვარი მუშაობა დაგვეხმარება ერთობლივად შევაფასოთ არსებული მდგომარეობა და დავგეგმოთ შემდგომი ღონისძიებები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: ინა კოროლიოვა – ფსიქო-ფიზიოლოგი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სვეტლანა ილინა – სმენადაზიანებული ბავშვების მშობელთა ასოციაცია “არდისი” (რუსეთი); ნინა შეპელენკო, ელენა დოროშენკო – სურდოპედაგოგები (უკრაინა).ზურაბ გამგებელი – აუდიოლოგი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი; ეკატერინე დგებუაძე – განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტი; ონლაინ ჩართვა – იანა ფრეი – კომპანია “Cochlear AG”(კოხლეარული იმპლანტების მწარმოებელი) წარმომადგენელი, მონიკა ლენჰარდი- პროფ. ერნსტ ლენჰარდი ფონდი, ლენჰარდის აკადემიის პრეზიდენტი, ორგანიზატორი: ფონდი აურეს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.