ლენინის ძეგლზე "დიდება უკრაინას" მიაწერეს

    რუსეთში, კრასნოიარსკში, უცნობმა პირებმა ლენინის ძეგლს წითელი საღებავი გადაასხეს და ზედ “დიდება უკრაინას” წააწერეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო და არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა ვანდალიზმის აქტი. კრასნოიარსკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ხიდზე უკრაინელი ნაციონალისტების შავ-წითელი დროშა გამოფინეს, წარწერით: “ციმბირი მაიდანთანაა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები