ლუდმილა გურჩენკოს ქმარი და ქალიშვილი ერთმანეთს ომს უცხადებენ

   უკვე მესამე წელია ლუდმილა გურჩენკოს ერთადერთი ქალიშვილი და მსახიობის ქვრივი ერთმანეთში ვერ იყოფენ მსახიობის მიერ დატოვებულ ძვირფასეულობას და ელიტურ ბინას მოსკოვის ცენტრში. სადავო ბინისგან გურჩენკოს მეუღლეს მუზეუმის შექმნა სურს. ფართის ნაწილი სასამართლომ გარდაცვლილის მეუღლეს, ნაწილი კი ქალიშვილს გადასცა, თუმცა გურჩენკოს უკანასკნელი ქმარი – პროდიუსერი ცერგეი სენინი გერს სახლთან მიახლოების უფლებასაც არ აძლევს. გურჩენკოს ქალიშვილმა 20 – წლიანი დავის მიზეზი გაამხილა – სახლში კაბების კოლექცია, ანტიკვარული ავეჯი, უნიკალური ბროლის და ფაიფურის ჭურჭელი ინახება.
,,დედაჩემი მას ცხენივით ჰყავდა დამორჩილებული და საკუთარი სურვილების მიხედვით ამოქმედებდა. იგი მხოლოდ გამომუშავებისთვის და საკუთარი იმიჯის ასამაღლებლად სჭირდებოდა. მან დედაჩემს მრავალ ადამიანთან დააკარგვინა ურთიერთობა“,- განაცხადა მსახიობის ქალიშვილმა მარია კოროლიოვამ.
გურჩენკოს მეუღლემ და მისმა ქალიშვილმა შვილიშვილის დაღუპვისა და მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინის გამო იჩხუბეს. სერგეი სენინი აცხადებს, რომ მარიამმა უკვე ყველაფერი მიიღო, რაც ეკუთვნოდა, ის კი სადავო ბინაში ლუდმილა გურჩენკოს მუზეუმის გახსნას აპირებს. ლუდმილა გურჩენკოს ქალიშვილი და ქმარი ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები