აშშ-ში "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები არ მიიღეს

რუსეთის “როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე უარი უთხრეს,- ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. “როსსელხოზნადზორმა” განცხადებაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 3-6 მარტს, ვაშინგტონში, ყაზახეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების კონტექსტში, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები იმართება, რომელშიც რუსი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. “გაფრენამდე ერთი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სალეჩოდან ელექტრონული ფოსტით შეტყობინება მოვიდა, ასევე, “როსსელხოზნადზორის” უფროსის მოადგილეს და რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების ხელმძღვანელს ნიკოლაი ვლასოვს ტელეფონით აცნობეს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი აშშ-სთვის მიუღებელია”, – აცხადებენ “როსსელხოზნადზორში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები