რუსული რუბლი უპრეცედენტოდ დაეცა

  მოსკოვის ბირჟებზე დოლარის კურსმა რუბლთან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა, ვაჭრობის დაწყებისთანავე, რუბლის კურსი კატასტროფულად დაეცა. დღევანდელი მაჩვენებლებით, ერთი დოლარი 36 რუბლი და 50 კაპიკი ღირდა, ევრო კი – 50 რუბლზე მეტი. ექსპერტების აზრით, ბირჟებზე შექმნილი მდგომარეობა რუსეთ – უკრაინას შორის შექმნილმა დაძაბულმა სიტუაციამ განაპირობა. დაახლოებით ასეთივე კურსი დაფიქსირდა 2009 წლის 6 მარტს. ვარაუდობენ, რომ რუბლის დაცემა დოლართან და ევროსთან მიმართებაში კიდევ გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები