გვანცა ჯობავას რომანი "Check-in"

  გამომცემლობა ,,ინტელექტმა” გვანცა ჯობავას სამოგზაურო რომანი “Check-in” დაბეჭდა. პრეზენტაციაზე, რომელიც 4 მარტს, 20 საათზე “მოძრაობის თეატრში” გაიმართება, წიგნის პერსონაჟები საკუთარ ამბებს თავად წაიკითხავენ.
“გვანცა ჯობავას “Check-in” დროსა და სივრცეში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ეს იშვიათი შემთხვევაა – იმ განცდებისა და შთაბეჭდილებების უმეტესობას, რაც შეიძლებოდა ლექსად ქცეულიყო, პოეტი დაუფიქრებლად შეელია და ახლა ჩვენს წინაშეა სამოგზაურო რომანის ყალიბში მოქცეული დაუწერელი ლექსები. სანამ წიგნის წარდგინებაზე მოსული ახალბედა ჟურნალისტები ავტორს ჰკითხავენ, რამდენ ხანს წერდი ამ ნაწარმოებს და რა ტირაჟით გამოეციო, მათ გასაგონად შემიძლია დავაზუსტო: “Check-in” სულ იწერებოდა, ავტორის ბავშვობიდან მის დღევანდელ დღემდე, და არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბიოგრაფიისთვის, არამედ მათთვისაც იქნება მნიშვნელოვანი, ვისაც ბოლო წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული და საგამომცემლო ცხოვრება აინტერესებს, ან უბრალოდ ახალი ნაცნობების შეძენა და ევროპის თვალსაჩინო ადგილებში მოგზაურობა სწყურია”,- აღნიშნავს წიგნის წინათქმაში ზვიად კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები