მერკელი: არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს რეალობასთან საერთო აქვს

  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაურეკა. სატელეფონო საუბრისას მერკელმა ობამას უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ამის შესახებ „ნიუ იორკ ტაიმსი“ იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, მერკელმა ობამასთან საუბრისას თქვა: „მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს რეალობასთან რაიმე საერთო აქვს. ის სხვა სამყაროში იმყოფება“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები