ლიტერატურული კონკურსი ,„ლექსების გამოფენა“

  ბათუმის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ,„ლექსების გამოფენა“ წელსაც ტარდება. ლექსების გამოფენაზე ნაწარმოებთა მიღების ბოლო ვადა 4 მარტია. პროექტის პარტნიორები არიან: „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“ და ქალაქ ბათუმის მერია. მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი. გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები: I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი. 2. ლიტერატურული კონკურსი მინიატურულ პროზაში – „ასი სიტყვა“: ერთ ავტორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროზაშიც და პოეზიაშიც თითო-თითო ნაწარმოებით.
„ლექსების გამოფენა“ 16-17 მაის ჩატარდება. ჟიურის შემადგნლობა ასეთია: ტარიელ ხარხელაური, ბადრი თევზაძე, დათო ტურაშვილი, ცირა ყურაშვილი და რობერტ მესხი. პროექტის ორგანიზატორი: ზაზა ფირცხალაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები