შვიდმა ქვეყანამ "დიდი რვიანის" მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩერა

  “დიდი რვიანის” სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა შვიდმა ქვეყანამ შეაჩერა. რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაგმეს: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა. ამის შესახებ “თეთრი სახლის” მიერ ოფიციალური განცხადება გავრცელდა. მსოფლიო ლიდერების აზრით, რუსეთმა “დიდი რვიანის” მუშაობის პრინციპები დაარღვია. სწორედ ამიტომ შვიდი ქვეყნის ლიდერმა შეაჩერა “დიდი რვიანის” სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც სოჭში, ივნისში იყო დაგეგმილი. მოსამზადებელი სამუშაოები ვითარების დარეგულირებამდე შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები