უკრაინა რუსეთთთან საზღვრის ჩაკეტვაზე ფიქრობს

  უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ვიცე პრემიერ – მინისტრმა ანატოლი იარემმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. „ახლა წყდება რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობა და მისი გადაკვეთისთვის მკაცრი პირობების დადგენა“,- განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა. მისივე განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთიდან ავტობუსებით გადაჰყავთ ხალხი ყირიმში აქციებში მონაწილეობის მისაღებად და ამით ქვეყანაში პროვოკაციას აწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები