ნუგზარ ნადარაიას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

27 თებერვალს, 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში, ფაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტის ნუგზარ ნადარაიას 70 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია და კონცერტი გაიმართება. თეატრის მოღვაწეთა და მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრს ნუგზარ ნადარაიას 70 წელი უსრულდება. ფაზისის საერო აკადემია მისი პირადი ინიციატივით, უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირებაში, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის, სულიერი და ზნეობრივი აღზრდის საქმეში. აკადემია გამოსცემს ჟურნალს „ცოტნეიდელი“, რომელშიც ასახულია ქართული ცივილიზაციის კვლევა-ძიება. აკადემია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ახორციელებს რეზონანსულ პროექტებს საქართველოს რეგიონებში. მოწვეული სტუმრებისთვის სიმღერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ანსამბლები შეასრულებენ. მათ შორის: ანსამბლები „მართვე“, „თბილისი“, „საგალობელი“ „წინანდალი“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები