მწერალთა სახლში ბორის პასტერნაკის საიუბილეო დღეები გაიმართება

27 თებერვალს, 18 საათზე, მწერალთა სახლში ბორის პასტერნაკის საიუბილეო დღეების კვირეული გაიხსნება. კვირეულის „საქართველო – დამცავი სიგელი“ ფარგლებში, მწერალი ლიუდმილა ულიცკაია ბორის პასტერნაკის შემოქმედებაზე ისაუბრებს. აგრეთვე გაიმართება გამოფენა და პოეზიის საღამო. კვირეულის ფინანსური მხარდამჭერი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ღონისძიების ორგანიზატორები, საგამოფენო მასალის მიწოდებისათვის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს მადლობას უხდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები