ბუდაპეშტი: ხელები შორს უკრაინისგან!

უნგრეთის დედაქალაქში ყირიმში რუსეთის აგრესია დაგმეს. ქალაქ ბუდაპეშტში აქციის ასამდე მონაწილე შეიკრიბა და რუსეთის საკონსულოს მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა გამართა. “ხელები შორს უკრაინისგან” – ამ ლოზუნგის ქვეშ გაერთიანებულმა მომიტინგეებმა უკრაინასთან მიმართებაში ევროპის სუსტი პოლიტიკაც გააპროტესტეს. “ევროპა ნუ გძინავს” –  აქციის მონაწილეები ამ სიტყვებს რუსეთის საკონსულოსთან სკანირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან უკრაინის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები