ჰოლანდიელებმა სანდრა რულოვსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს (ვიდეო)
ჰოლანდიელებმა სანდრა რულოვსზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ფილმის ჩვენება 5 მარტს ჰოლანდიაში გაიმართება. საქართველოს ყოფილ პირველ ლედიზე შექმნილი ფილმის სახელწოდებაა: „დადექი შენი პრეზიდენტის გვერდით”. ფილმი მაყურებელს რულოვსის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უამბობს. „ვარდების რევოლუცია”, პრეზიდენტობის 10 წელი, რეფორმები, – ფილმი ყველაფერ იმაზეა, რა დროსაც ყოფილი პირველი ლედი ყოფილი პრეზიდენტის გვერდით იდგა.