დნეპროპეტროვსკში 15 ათასმა მომიტინგემ უკრაინის ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

დნეპროპეტროვსკში მასშტაბურ აქციაზე  მომიტინგეებმა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი ინტერვენცია გააპროტესტეს. აქციაზე 15 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მიტინგის მონაწილეებმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს და რუსეთის ხელისუფლებისგან  მათი ქვეყნიდან სამხედრო ძალების გაყვანა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების შეფასებით, ევრომაიდნის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური აქცია იყო.
შეგახსენებთ, რომ ფედერალური ხელისუფლების უკრაინაში ინტერვენცია დღეს ოდესასა და ხარკოვშიც გააპროტესტეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები