პუტინის პოლიტიკა 10 ათასამდე ოდესელმა დაგმო (ვიდეო)
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ინტერვენცია ოდესელებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს და პუტინის პოლიტიკა მკაცრად დაგმეს.
„დღეს აქციაზე უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი მოვიდა. ჩვენი ყველაზე პოპულარული ლოზუნგია – „პუტინო წადი! ეს მშვიდობიანი აქციაა. ვფიქრობ, რუსეთმა უნდა შეიგნოს, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტეროტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა. მას მოუწევს მოუსმინოს საერთაშორისო საზოგადოებას და ყირიმში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიცია გაიზიაროს. უკრაინის გახლეჩვა დაუშვებელია და ჩვენ ყველა ზომებს მივმართავთ, რომ ეს არ მოხდეს. რუსეთმა სისხლიანი პოლიტიკით უკვე არაერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია…მსოფლიომ მას არ უნდა მისცეს შესაძლებლობა ერთპიროვნული დიქტატურა დაამყაროს…პუტინის რეჟიმი ამჯერად მაინც უნდა დამარცხდეს!“, – განაცხადეს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა. მათი განმარტებით, უკრაინის ახალი ხელისუფლების მხარდასაჭერად ოდესაში დღეს 10 ათასი ადამიანი გამოვიდა.
მსვლელობის შემდეგ, მომიტინგეები რუსეთის ფედერაციის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და ფედერალური ხელისუფლების უკრაინაში ინტერვენცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები სკანირებდნენ – „პუტინო ხელები შორს უკრაინისგან!“