სტუდენტების თვალით დანახული გერმანულ-ქართული „ქალაქური მოთხრობები“

24 თებერვალს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, ქართულ-გერმანული სტუდენტური კო-პროდუქციის „ქალაქური მოთხრობები“ დახურული ჩვენება გაიმართა. მიუნხენის კინოსკოლის და საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა 2013 წლის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიწყო და მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა.
2014 წლის ზაფხულში გერმანელი სტუდენტები ჩამოვიდნენ საქართველოში პროფესორ აქსელ ბლოკის თანხლებით და 2- კვირიანი გადაღებები აწარმოეს ქართველ სტუდენტებთან ერთად. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ფილმის პოსტ პროდაქშენი გერმანიაში გაკეთდა, სადაც მიუნხენში ჩასული ქართველი სტუდენტები ხმის და ფერის კორექციის ტექნიკურ დეტალებს გაეცნენ. „ქალაქური მოთხრობების“ დახურული ჩვენება გაიმართა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მისი ოფიციალური პრემიერა თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე „ამირანი“ იგეგმება ამა წლის 2-7 ივნისს, რომელსაც გერმანელი სტუმრებიც დაესწრებიან და ქართველ კოლეგებთან ერთად წარადგენენ ერთობლივ ნამუშევარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები