ობამამ თავის ადმინისტრაციას უკრაინისთვის დროული დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საკუთარ ადმინისტრაციას უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საჩქარო ურთიერთქმედებისკენ მოუწოდა – ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე ვრცელდება.
ობამა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
“მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი რეფორმების მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ უკრაინამ წარმატებული არჩევნები ჩაატაროს. ასევე, მხარი დავუჭიროთ უკრაინას დემოკრატიისკენ მომავლის გზაზე”, – ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის გაცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები