ჯონ ქერი: არ გამოვრიცხავ, რუსეთი „დიდი რვიანის“ ქვეყნებიდან გაირიცხოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთის მოსახლეობისთვის ევროპის და ამერიკის მიმართულებით ვიზების გაცემა შეწყდეს.  ჯონ ქერიმ პუტინი ყირიმის ანექსიის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს.  მან  საზღვარგარეთ ფედერალური ხელისუფლების აქტივების შესაძლო გაყინვის შესახებაც ისაუბრა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება ტელეკომპანია „NBC“- მ გამოაქვეყნა.
„საგარეო საქმეთა მინისტრებს, ვისთანაც მე ამ თემაზე მქონდა კონსულტაცია, მათ შორის „დიდი რვიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებს ამ საკითხთან მიმართებაში საერთო პოზიცია აქვთ – ისინი მიიჩნევენ, რომ ამ სიტუაციაში რუსეთის იზოლაცია გამოსავალი იქნებოდა. რუსეთი რისკავს, დაკარგოს ადგილი „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, თუკი ის ყირიმთან მიმართებაში პოზიციას არ შეცვლის. ფედერალური ხელისუფლება 2014 წლის ივნისში, სოჭში დაგეგმილ  სამიტზე მონაწილეობის შესაძლებლობას დაკარგავს,  თუკი ის უკრაინასთან მიმართებაში პოლიტიკას არ შეცვლის, არ გამოვრიცხავ, რომ ის „დიდი  რვიანის“  ქვეყნებიდან გაირიცხოს, – განაცხადა ჯონნ ქერიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები