კინოცენტრის ინიციატივით დაიწყო სამუშაო შეხვედრები კინომატოგრაფისტებთან

კინოცენტრის ინიციატივით, ქართული კინოს განვითარებისა და მიმდინარე საკითხების განხილვის მიზნით დაიწყო სამუშაო შეხვედრები კინომატოგრაფისტებთან. შეხვედრები გაიმართება როგორც დამოუკიდებლად, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან, ასევე ერთობლივად. პირველი შეხვედრა დღეს შედგა, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად კინოცენტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ინფორმაცია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ და კინოცენტრის გაერთიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ეს იდეა არცერთ უწყებაში არ განიხილება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გარემოებას, რომ ეროვნული კინოცენტრი არ არის ფილმების მწარმოებელი ორგანიზაცია და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ფილმის მწარმოებელ სტუდიასთან კინოცენტრის გაერთიანება დაუშვებელად მიაჩნია.
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კინოცენტრის უმთავრესი ფუნქციაა სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება კინოს სფეროში. კონოცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატურად გამართოს მსგავსი შეხვედრები მიმდინარე საკითხების განხილვისა და გადაჭრის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები