კულტურის მინისტრი ბელგიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. ვიზიტის პირველ დღეს მინისტრი და მისი მოადგილე ბრიუსელში საქართველოს საელჩოში ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს შეხვდნენ.
მიხეილ გიორგაძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრს ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და ბელგიაში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ უმასპინძლა. მიხეილ გიორგაძის ბელგიაში ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირის პროგრამაში „Creative Europe“ („შემოქმედებითი ევროპა“). დღეს ბრიუსელში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით 19:00), მიხეილ გიორგაძე და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში – ტობას ნავრაჩიჩი, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა – „Creative Europe“-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდება. ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები