უკრაინამ სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

   უკრაინის სივრცე მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის არის ღია.
უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა. როგორც “როიტერი” იუწყება აღნიშნული განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გასცა.
ტურჩინოვის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმა შეფასდება, როგორც პირდაპირი აგრესია რუსეთის მხრიდან.
ამასთან, მისვე თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს გუშინდელი თანხმობა პუტინის მიმართვაზე შეიძლება ჩაითვალოს ომის გამოცხადებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები