ყირიმი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის სახელმწიფოს სტატუსით შეცვლას ითხოვს

ყირიმი უკრაინის ახალ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს, – ამის შესახებ ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერის განმარტებით,  2014 წლის მარტის ბოლოს რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც  ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის სახელმწიფო სტატუსით შეცვლის საკითხი  განიხილება.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩვენ მხოლოდ ამ, ახალი პოზიციიდან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინოვმა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პირებმა რუსეთისგან ფინანსური დახმარება ითხოვეს. ყირიმიდან მოსკოვში სამუშაო ჯგუფი გაემგზავრა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ნახევარკუნძულისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების საკითხის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები